თემურ ქეცბაია კვიპროსში ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

გამოწერა
„ანორთოსისმა“ ოქტომბერში კვიპროსის ჩემპიონატის ფარგლებში ოთხი მატჩი ჩაატარა, ოთხივეში გაიმარჯვა და გაიტანა ცხრა გოლი.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. თემურ ქეცბაია, რომელიც ფამაგუსტას კლუბ „ანორთოსისს“ უდგას სათავეში, ოქტომბერში კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, ნათქვამია გუნდის განცხადებაში.

კენჭისყრისას ქართველმა სპეციალისტმა 42 ქულა მიიღო და ამ წოდების კანდიდატ მომდევნო მწვრთნელს 20 პუნქტით გაუსწრო. კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე კლუბების 13 მთავარი მწვრთნელიდან 12-მა ხმა ქეცბაიას მისცა.

გიორგი ლორია - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მეკარემ კვიპროსზე ორი პრიზი მოიპოვა

ოქტომბერში „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში სულ ოთხი მატჩი გამართა და ოთხივეში გაიმარჯვა, გაიტანა ცხრა გოლი და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა.

„ანორთოსისს“ 11 ჩატარებული ტურიდან 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში „აპოლონთან“ ერთად პირველ ადგილს იყოფს. თუმცა „აპოლონს“ მარაგში კიდევ ერთი მატჩი აქვს.

ქეცბაია „ანორთოსისში“ 2019 წლის აპრილიდან მუშაობს. გასულ სეზონზე კორონავირუსის პანდემიის გამო კვიპროსის ჩემპიონატი ვერ დასრულდა და კლუბმა მეორე ადგილი დაიკავა.

„ანორთოსისის“ ხელმძღვანელობა სრულად უჭერს მხარს ქართველ მწვრთნელს>>

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ „ანორთოსისის“ ბირთვს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები წარმოადგენენ – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.

ყველა ახალი ამბავი
0