საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მეკარემ კვიპროსზე ორი პრიზი მოიპოვა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიგიორგი ლორია
გიორგი ლორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლორიამ ჩატარებული „მშრალი“ მატჩების რაოდენობით პირველი ადგილი დაიკავა. 23-დან 11 შეხვედრაში ქართველმა მეკარემ თავისი კარი ბოლომდე დაიცვა

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების და კვიპროსის „ანორტოსისის“ გოლკიპერმა გიორგი ლორიამ კვიპროსის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ორ ნომინაციაში გაიმარჯვა, ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ლორიამ ჩატარებული „მშრალი“ მატჩების რაოდენობით პირველი ადგილი დაიკავა. 23-დან 11 შეხვედრაში ქართველმა მეკარემ თავისი კარი ბოლომდე დაიცვა და მეტოქეს არცერთი გოლი არ გაატანინა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია ლიგაში. მეორე პრიზი ლორიამ აიღო ყველაზე ეფექტური დაცვისთვის, რომელიც მან „აელი ლიმასოლთან“ თამაშის პირველ ტურში (0:0) აჩვენა.

ლორია „ანორტოსისის“ შემადგენლობაში გასული წლის ზაფხულიდან თამაშობს და იქ გერმანული „მაგდებურგიდან“ გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ლორიას გარდა კლუბში კიდევ ოთხი ქართველი თამაშობს: ლუკა მიქაია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა. ფამაგუსტას კლუბს სპეციალისტი თემურ ქეცბაია ხელმძღვანელობს.

COVID-19-ის პანდემიის გამო კვიპროსის ფეხბურთის ჩემპიონატი ვერ დასრულდა და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება გუნდების მდგომარეობა XXIII ჩატარებული ტურის შემდეგ განიხილებოდეს როგორც საბოლოო. „ანორტოსისმა“ 46 ქულა დააგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა „ომონიას“, რომელსაც იგივე რაოდენობის ქულები დაუგროვდა.

2020/2021 სეზონზე „ანორტოსისი“ უეფას ევროპის ლიგაში ითამაშებს.

ყველა ახალი ამბავი
0