ცესკო: როგორ მოხვდა ქარელის საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები

© Sputnik / Alexander Imedashviliამომრჩეველი ათავსებს ბიულეტენს საარჩევნო ურნაში
ამომრჩეველი ათავსებს ბიულეტენს საარჩევნო ურნაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკოში განმარტეს, თუ როგორ შეიძლებოდა მოხვედრილიყო ქარელის ერთ-ერთი სოფლის საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დაბეჭდილი ბიულეტენები

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტში 21 ნოემბერს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე აღმოჩენილი ძველი ბიულეტენები სავარაუდოდ ამომრჩეველმა საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენა, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნათია იოსელიანი.

ქუთაისი - Sputnik საქართველო
ქუთაისის მერის არჩევნებზე „ქართველი ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

საქართველოში 21 ნოემბერს  საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენი აღმოაჩინეს.

„მსგავსი ტიპის ბიულეტენები დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებია, ისინი სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც როგორც ჩანს შენახული ჰქონდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები და სწორედ იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოეხდინა, გამოიყენა ეს ბიულეტენები“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით, ეს ფაქტი ხმების დათვლის პროცესზე ვერ მოახდენდა ვერანაირ გავლენას, რადგან საუბნო საარჩევნო კომისია მას ჩათვლიდა დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებში, ასეთი ბიულეტენები თვლაში არ იღებს მონაწილეობას და ბუნებრივია ვერც დისბალანსს გამოიწვევდა.

„თუმცა, თავად ფაქტი არის საინტერესო... ეს არის, სავარაუდოდ, ამომრჩევლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი საქციელი. ეს არის კანონით დასჯადი ქმედება. ბიულეტენები არის სახელმწიფო საკუთრება და მისი უბნიდან გატანა და განზრახ დაზიანება არის სისხლისსამართლებრივი დანაშაული. თუმცა, როგორც ჩანს, ძალიან მოხერხებული იყო ეს ამომრჩეველი და შეძლო გატანა“, - აღნიშნა იოსელიანმა.
ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკომ ყველა უბნის დათვლის შედეგად წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა

მეორე ტური მიმდინარეობდა ძალიან დაბალი აქტივობის ფონზე - უბნებზე ხმის მისაცემად მხოლოდ ამომრჩეველთა 26,29% მივიდა.  მეორე ტურში ამომრჩეველმა 17 ოლქში საკუთარი არჩევანი იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთა, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.

არჩევნები ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. ოპოზიციურმა პარტიებმა ოფიციალურად მოხსნეს თავისი კანდიდატები, მაგრამ ბიულეტენებში ისინი მაინც დარჩნენ - კანონმდებლობა ამ ეტაპზე უარის თქმას არ ითვალისწინებს.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ცესკოში ყველა ოქმის დამუშავების შედეგად მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა 17 ოლქში გაიმარჯვეს და თითოეულმა მათგანმა ამომრჩეველთა ხმების 88%-ზე მეტი მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0