რუსეთის პრეზიდენტმა G20-ის სამიტზე მსოფლიოს უმთავრესი რისკები დაასახელა

© photo: Sputnik / Alexey Nikol'skiy / გადასვლა მედიაბანკშიG20-ს ონლაინ-სამიტი
G20-ს ონლაინ-სამიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრობლემის მასშტაბები, რომელსაც კაცობრიობა მიმდინარე წელს შეეჯახა, უპრეცედენტოა, მიაჩნია რუსეთის ლიდერს

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. „დიდი ოცეულის“ სამიტზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მსოფლიოში უმთავრეს რისკებად კვლავ მასობრივი უმუშევრობა და სიღარიბე რჩება, ნათქვამია კრემლის საიტზე.

„პრობლემის მასშტაბი, რომელსაც კაცობრიობა 2020 წელს შეეჯახა, მართლაც უპრეცედენტოა. კორონავირუსის ეპიდემიამ, გლობალურმა ლოკდაუნმა და ეკონომიკური აქტივობის გაყინვამ სისტემური ეკონომიკური კრიზისის დაწყებას შეუწყო ხელი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს დიდი დეპრესიის შემდეგ არ უნახავს“, — თქვა პუტინმა.

მისი თქმით, ეროვნული ეკონომიკების ზრდა სერიზულადაა შერყეული, პანდემიამ ასობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო მილიონობით ადამიანმა სამუშაო და შემოსავალი დაკარგა.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინმა დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო სანქციები 2021 წლის ბოლომდე გააგრძელა

„მთავარ რისკად, მიუხედავად ზოგი პოზიტიური სიგნალისა, მაინც რჩება ხანგრძლივი უმუშევრობა სირატაკისა და სოციალური მოუწყობლობის შემდგომი ზრდით. და აქ „ოცეულის“ როლი იმაში მდგომარეობს, რომ ეს არ დაუშვას“, — აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის ლიდერის თქმით, „დიდმა ოცეულმა“, 2008–2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მთელი რიგი მრავალმხრივი ინიციატივები აამუშავა პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური რისკების კუპირების მიზნით და ასევე საქმიანი აქტიუურობის აღსადგენად — მათ შორის, გლობალური მართვის საკვანძო ინსტიტუტების ხაზით.

 

ყველა ახალი ამბავი
0