პუტინმა დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო სანქციები 2021 წლის ბოლომდე გააგრძელა

© photo: Sputnik / Alexey Nikol'skiy / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთმა შეზღუდვის ზომები დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ უკრაინაში და ყირიმის გარშემო ვითარების გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ 2014 წელს დააწესა

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთის სანქციების საპასუხოდ შემოღებული შემზღუდავი ზომების მოქმედების ვადა 2021 წლის ბოლომდე გააგრძელა. შესაბამისი ბრძანებულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ–პორტალზე გამოქვეყნდა, იუწყება РИА Новости.

ლავროვი: რუსეთმა გერმანიასა და საფრანგეთს სარკისებური სანქციები დაუწესა>>

დოკუმენტის თანახმად, საპასუხო სანქციები 2021 წლის 31 დეკემებრამდე იმოქმედებს. მთავრობას დაევალება ბრძანებულების რეალიზაციის მიზნით ზომების განხორციელება და აუცილებლობის შემთხვევაში წინადადებების შეტანა შეზღუდვების მოქმედების ვადის ცვლილებებთან დაკავშირებით.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
ემუქრება თუ არა რუსეთს „ჯოჯოხეთური სანქციები“ ბაიდენის პრეზიდენტობის შემთხვევაში

რუსეთმა შეზღუდვის ზომები დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ უკრაინაში და ყირიმის ირგვლივ სიტუაციის გამო დასავლეთის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საპასუხოდ 2014 წელს შემოიღო. კერძოდ, აკრძალულია რუსეთსი ზოგიერთი სახეობის სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის, ნედლეულისა და სურსათის შეტანა აშშ–იდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და სხვა ქვეყნებიდან. სხვადასხვა პროდუქციას შორისაა ხორცი, ძეხვეული, თევზო და ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქცია.

დასავლური სანქციების შენარჩუნების მიხედვით რუსეთის საპასუხო ზომების მოქმედების ვადას აგრძელებს.

ყველა ახალი ამბავი
0