თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 3 768 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 443 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა.
მეუფე ლაზარე კორონავირუსით გარდაიცვალა>>
ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარაა, მესამეზე – იმერეთი.
დღეს გამოვლენილი შემთხვევების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: აჭარა – 676, იმერეთი – 541, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 363, ქვემო ქართლი – 183, შიდა ქართლი – 165, კახეთი – 130, მცხეთა-მთიანეთი – 96, სამცხე-ჯავახეთი – 95, გურია – 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 41 ადამიანი. აქედან თბილისში – 19, იმერეთში – 12, აჭარაში – 5, მცხეთა-მთიანეთში – 3, ხოლო ქვემო ქართლში – 2 ადამიანი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 008. მათ შორის 5 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან თბილისის საავადმყოფოებში – 2 702, აჭარაში – 942, იმერეთში – 1 179.
მძიმე პაციენტია სულ 838 პირი, თბილისში – 420, აჭარაში – 135, იმერეთში – 169. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 410 პირი, რომელთანაგაც თბილისშია – 202, აჭარაში – 118, იმერეთში – 26.
3 411 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 123 – თბილისში, 1 646 – აჭარაში, 336 – იმერეთში. 8 718 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 226 ადამიანი, თბილისში – 426, აჭარაში – 1 122, ხოლო იმერეთში – 26.
სულ 6 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 16 564 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 300 ადამიანი, თბილისში – 14 276 პირი, აჭარაში – 16 379, იმერეთში – 5 224.
სულ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 96.860-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 77 932, გარდაიცვალა 894 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.