მეუფე ლაზარე კორონავირუსით გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ეპისკოპოსს კორონავირუსთან ერთად სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. წმინდა სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) 65 წლის ასაკში კორონავირუსისგან გართულებით გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მეუფე ლაზარეს კორონავირუსთან ერთად სხვა თანხმლები დაავადებებიც ჰქონდა.

პაციენტი - Sputnik საქართველო
პლუს 41: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

„გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს ლაზარეს გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს", – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ეპისკოპოსი 1982 წლის 7 მარტს ხელდასმული იქნა დიაკვნად, ამავე წლის 21 მარტს კი მღვდლად. 2014 წლის 11 ივნისს მოხდა მისი ქიროტონია ეპისკოპოსად და დადგინდა საქართველოს საპატრიარქოს გერმანიისა და ავსტრიის ექსარქიის მმართველ მღვდელმთავრად. 2016 წლიდან ის ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი გახდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.768-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 96.860-ს მიაღწია. 

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 77.932 ადამიანი, გარდაიცვალა – 894, კარანტინის რეჟიმშია 2.226.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0