რას განიხილავს პუტინი G20-ის სამიტზე

© photo: Sputnik / Aleksey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკშიპუტინმა G20–ის სამიტში მიიღო მონაწილეობა
პუტინმა G20–ის სამიტში მიიღო მონაწილეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
G20-ის სამიტის თემა, რომლის მოწვევასაც საუდის არაბეთი ონლაინ–რეჟიმში გეგმავს, COVID-19-ის პანდემიაზე კოორდინირებული რეაგირება იქნება.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისთვის მთავარი თემა COVID-19-თან ბრძოლა და მსოფლიო ეკონომიკისთვის პანდემიის შედეგების მინიმიზაცია იქნება, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა, იუწყება РИА Новости.

„წელს ყველასთვის ერთი მნიშვნელოვანი თემაა, ყველა თანხმდება, რომ ეს თემა კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლა და ასევე მთელ მსოფლიოში სოციალურ–ეკონომიკურ სფეროზე პანდემიის შედეგების მინიმიზაციაა“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, სამიტის შედეგებზე პუტინი პრესისთვის ბრიფინგს არ გამართავს, ასევე არ გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

COVID-19-ის ვაქცინა  - Sputnik საქართველო
ჯანმო რუსულ ანტიკორონავირუსულ ვაქცინას შეამოწმებს

„დიდი ოცეულის“ სამიტი 21–22 ნოემბერს საუდის არაბეთის მასპინძლობით ონლაინ–ფორმატში გაიმართება. მსოფლიო ლიდერები განიხილავენ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების, ენეგეტიკის, კლიმატისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებს.

„ოცეულის“ მონაწილეა ოცი დიდი ეროვნული ეკონომიკა – არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, ჩინეთი, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, იაპონია, ევროპის კავშირი.

ყველა ახალი ამბავი
0