თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობილოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, რომელმაც მსოფლიოში პირველი ანტიკორონავირუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ შექმნა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შესთავაზა, შეიტანოს მათი პრეპარატი საგანგებო ვითარებაში გამოსაყენებელი ვაქცინების ჩამონათვალში, იუწყება სააგენტო Reuters.
„ჩვენ მოუთმენლად ველით მონაცემებს კანდიდატი ვაქცინის Sputnik V-ს შესახებ. თუ აღმოჩნდება, რომ შესაფასებლად წარმოდგენილი პროდუქტი დააკმაყოფილებს სიაში ჩართვის კრიტერიუმებს, ჯანმო ამ შედეგებს გამოაქვეყნებს“, — განაცხადეს ჯანმოში.
აღსანიშნავია, რომ საგანგებო ვითარებაში გამოსაყენებელი ვაქცინების სია ჯერჯერობით არ არის შედგენილი. ამ დროისათვის ჯანმოში ამ საკითხზე მუშაობენ. როგორც კი ჩამონათვალი მზად იქნება, ჯანმო რეკომენდაციებს დაუგზავნის სახელმწიფოებს – გამოიყენონ სიაში შესული პრეპარატები.