ცესკო საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს მიმართავს

© photo: Sputnikსაქართველოს ცესკო
საქართველოს ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჩატარდება, შესაბამისად, ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ყველა წესის დაცვა აუცილებელია

თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, რომ ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას, განაცხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ოპოზიცია მეორე ტურში ელექტორატის მობილიზებისთვის აქტიურად მუშაობს

ხვალ, 21 ნოემბერს, პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება და ის 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდება, ხოლო ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც გაიმართება.

ცესკოს პრეს-სპიკერმა ამომრჩევლებს მოუწოდა, იაქტიურონ, მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი ნება.

იოსელიანის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა, რადგან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას.

„ამასთან, აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ არის რისკის შემცველი ის მცირე დრო, რაც ამომრჩეველს ხმის მიცემის განსახორციელებლად ესაჭიროება. ამომრჩეველს მინდა შევახსენო, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას აუცილებელია პირბადის მოხმარება, თუმცა არქონის შემთხვევაში საარჩევნო უბანზე მათ უზრუნველყოფენ პირბადით. მათ ასევე გადაეცემათ ინდივიდუალური მოხმარების კალმისტრები“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა.

21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1941 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური უბანი.

აქციები არ იქნება: ოპოზიცია არჩევნების დღეს პროტესტზე უარს აცხადებს>>

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 2 140 210 ადამიანი.

21 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 9 521  წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 47 345 და 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 920 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესის გაშუქების მიზნით აკრედიტებულია 118 მედიაორგანიზაციის 5 964 წარმომადგენელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0