აქციები არ იქნება: ოპოზიცია არჩევნების დღეს პროტესტზე უარს აცხადებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს და ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს მართავს.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ოპოზიცია უარს აცხადებს 21 ნოემბერს – საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს საპროტესტო აქციების გამართვაზე, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა პარასკევს თანამოაზრეებთან კონსულტაციის შემდეგ.

ოპოზიცია ორ კვირაზე მეტია საპროტესტი აქციებს მართავს და ხელისუფლებას არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. მთავარი მოთხოვნა განმეორებითი საპარლამენტო არჩევნებია. ვითარების მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებმაც მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვიეს, თუმცა მოლაპარაკებების ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები არ შეცვლილა. 

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში:არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის გარეშე ჩატარდება - Sputnik საქართველო
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის გარეშე ჩატარდება

თავიდან ოპოზიცია მეორე ტურის დღეს საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლებისთვის „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობას გეგმავდა, მაგრამ შემდეგ მათ ამ იდეაზე უარი განაცხადეს და „წერტილოვანი პროტესტი“ დააანონსეს.

„ნებისმიერი აქცია, რომელსაც ჩვენ ხვალ ჩავატარებდით, მეორე ტურს მნიშვნელობას მიანიჭებდა, ამიტომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება – მეორე ტურს დამატებითი დატვირთვა არ მივცეთ და გავაუქმეთ ყველა აქცია, რომელიც კი განიხილებოდა. ჩვენ მეორე ტურს ფარსად მივიჩნევთ და პირველი ტურის შედეგებს არ ვაღიარებთ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ცესკოს მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია შედის: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

წინასწარი გათვლებით, მეორე ტურის შედეგებიდან დამოუკიდებლად, „ქართული ოცნება“ 76 მანდატს, საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს.

ოპოზიცია ასეთ შედეგებს არ ეთანხმება, მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობს – ისინი უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში, მათ შორის თბილისის რვავე ოლქში ჩატარდება.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და მას ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0