თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ს ოფისში მყოფმა სამმა მძევალმა შენობა დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
თბილისში, წერეთლის გამზირზე შეიარაღებული პირი, გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ზურაბაშვილი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის შენობაში რამდენიმე საათის წინ შეიჭრა და ცხრა ადამიანი აიყვანა მძევლად.
გავრცელებული ინფორმაციით, მომლაპარაკებელმა შენობიდან ორი მამაკაცის და ერთი ქალის გამოყვანა შეძლო.
ამ წუთებში წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმდებარედ გადაკეტილია გზის სავალი ნაწილი. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმის წევრები.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.