თავდამსხმელი ვიდეომიმართვას ავრცელებს: „ვინც მიყურებთ, ყველა მიყვარხართ“

© Sputnik / Alexander Imedashviliსპეცოპერაცია თბილისში
სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმდებარედ გადაკეტილია გზის სავალი ნაწილი და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილმა თავდამსხმელმა ერთ-ერთ მძევალს „ფეისბუქით“ ვიდეომიმართვა გაავრცელებინა.

თბილისში წერეთლის გამზირზე შეიარაღებული პირი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ს შენობაში დაახლოებით ორი საათის წინ შეიჭრა. ოფიციალური ინფორმაციით, მას ცხრა ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თავდამსხმელი კანონმდებლებისგან სამი კანონის მიღებას ითხოვს: საქართველოს მასშტაბით აიკრძალოს ყველანაირი აზარტული თამაშები, ბანკებმა ყველა სესხზე პროცენტი 7%-მდე ჩამოსწიონ და შეამცირონ მედიკამენტებზე ფასები.

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმდებარედ გადაკეტილია გზის სავალი ნაწილი. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0