საქართველოში გადასახადების გადამხდელებს 811 მილიონი ლარის დღგ-ის ზედმეტობა დაუბრუნდა

გამოწერა
ახალი პროგრამის დანერგვის შედეგად სარგებელს ნახავს 150 ათასზე მეტი გადასახადების გადამხდელი, მათ შორის მცირე ბიზნესის წარმომადგენლები.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს შემოსავლების სამსახურმა გადასახადების გადამხდელებს 811 მილიონი ლარის ოდენობის გადახდილი დღგ-ის ზედმეტობა დაუბრუნა, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

2020 წლის 17 ნოემბრიდან გადასახადების გადამხდელები შეძლებენ მთლიანად აინაზღაურონ დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის დროს წარმოშობილ ზედმეტობა, რომლის დასაბრუნებლად აღარაა საჭირო გადასახადის გადამხდელის დასტური – თითოეულ გადამხდელს თანხა ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდება იმ საბანკო ანგარიშზე, რაც გადაგზავნილია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარების დამატებით პაკეტზე მუშაობს

მაჭავარიანის თქმით, ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაო, რათა საბოლოოდ გასწორებულიყო ბაზები, გაუმჯობესებულიყო რისკების მართვის პროგრამა, რათა პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხო გამხდარიყო.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. 2019 წელს გადასახადის გადამხდელებს ზედმეტად გადახდილი გადასახადიდან დაუბრუნდათ 614 მილიონი ლარი, 2020 წელს, დღეის მონაცემებით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, მიუხედავად საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებისა, ჩვენ დავაბრუნეთ 811 მლნ ლარი და წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი ერთ მილიარდ ლარამდე იქნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს მაჭავარიანმა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ბიზნესსექტორი სათანადოდ დააფასებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენის პროცესს. ეს საშუალებას მისცემს მეწარმეებს გახდნენ უფრო თამამები თავიანთ საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ბიზნესსაქმიანობაში.

მაჭავარიანი: ბიუჯეტის გამო მაინც უნდა შევიდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში >>

ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ინიციატივის შედეგად საერთო ჯამში მოიგებს 150 ათასი გადასახადის გადამხდელი და ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკას ავტომატურად ერთ მილიარდ ლარზე მეტი თანხა დაუბრუნდება, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სტიმული გახდება.

გადასახადების გადამხდელთათვის დღგ-ის დაბრუნების მოცულობების გაზრდა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს. ამ მიზნით 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე დაგეგმილ 600 მილიონ ლარს დამატებით 600 მილიონი ლარის გამოყოფა იყო გათვალისწინებული.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0