კიდევ ერთი უარი: სააპელაციო სასამართლომ ორი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა

© Tbilisi Court of Appealsთბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებამ შედეგი არ გამოიღო – ოპოზიცია ხელისუფლებისთვის ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიების „ევროპული საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ სარჩელი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით, იუწყება „რუსთავი 2“

აშშ–სა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
აშშ-ის საელჩო: პომპეო ყურადღებას გაამახვილებს სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე

პარტიები პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე სასამართლოს ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებმაც კანონი უნდა დაიცვან, პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით არიან დაკავებული. ჩვენ ეს ჯაჭვი უნდა გავარღვიოთ, თუ გვინდა ნორმალური სახელმწიფო გვქონდეს. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება „ევროპული საქართველოსთვის“ მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენ ყველა იურიდიული პროცედურა გავიარეთ, ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, – განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, პარტიები კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელებენ მშვიდობიან საპროტესტო აქციებსა და ბოიკოტს, რამდენადაც მათ სხვა არჩევანი აღარ დარჩათ. 

ოპოზიციის აქცია. 17.11.2020 - Sputnik საქართველო
რით დასრულდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხვედრა ქართულ ოპოზიციასთან

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ საჩივარი. როგორც პარტიის ადვოკატმა მარი ცუცქირიძემ განაცხადა, ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია შედის: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

წინასწარი გათვლებით, მეორე ტურის შედეგებიდან დამოუკიდებლად, „ქართული ოცნება“ 76 მანდატს, საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს.

ოპოზიცია ასეთ შედეგებს არ ეთანხმება და მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობს.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და მას ვითარების ხელოვნურ დაძაბვაში ადანაშაულებენ.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში არჩევნები კანონის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0