ქუთაისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

© Sputnik / STRINGER ქუთაისი
ქუთაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკოს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ კანდიდატი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის, მისი გვარი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩება.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ შუშანია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს – მან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით უკვე მიმართა რაიონულ კომისიას, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“

საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: IRI-ს შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა

საპარლამენტო არჩევნების პარალელურად 31 ოქტომბერს გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები. კერძოდ, კასპისა და ქუთაისის მოსახლეობა მერებს ირჩევდნენ.

შუშანიას განმარტებით, იგი არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში და მოსახლეობასაც ბოიკოტისკენ მოუწოდებს.

არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, ქუთაისის მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი, რის გამოც ქუთაისში განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ცესკოს განცხადებაში. ქუთაისის მერის თანამდებობაზე რვა კანდიდატურა იყო წარდგენილი.

მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი (45,7%) და „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ შუშანია (30,63%) გავიდნენ. 

შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
ნათელაშვილმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა

ცესკოში აცხადებენ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ კანდიდატი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის, მისი გვარი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩება – კანდიდატურის მოხსნა მხოლოდ ხმების დათვლის შემდეგაა შესაძლებელი.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები ტარდება. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

სიტუაციის მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებიც მხარეებს მოლაპარაკებებზე იწვევენ, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციები არ შეცვლილა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0