საქართველოდან მანდარინის ექსპორტი გაიზარდა

© photo: Sputnikმანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანდარინის მოსავლის აღება–დაბინავების პროცესი უკვე დაიწყო. წელს მოსავალი უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაუმჯობესებულია.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. დღევანდელი მდგომარეობით უკვე განხორციელდა 653 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 295 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტრო.

სამინისტროს ცნობით, განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 138%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 149 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.

ვაშლი - Sputnik საქართველო
საქართველოდან ვაშლის ექსპორტი კვლავ გაიზარდა

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა სომხეთში (411 ტონა) და რუსეთის ფედერაციაში (185 ტონა). ქართული მანდარინი ექსპორტზე ასევე გავიდა უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში.

მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასამდე ტონას შეადგენს.  

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ წელს მოსავალი, მართალია, უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაუმჯობესებულია.

„ნარინჯისფერი რთველი“: აჭარაში ციტრუსის მოსავლის დასაბინავებლად სპეციალური შტაბი ამოქმედდა>>

უწყების ცნობით, მოსავლის აღება–დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით მუშაობს შესაბამისი შტაბი. არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება. სტანდარტულ მანდარინს 30-მდე საწარმო ჩაიბარებს. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, მას ქობულეთის საკონსერვო ქარხანა მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0