„ნარინჯისფერი რთველი“: აჭარაში ციტრუსის მოსავლის დასაბინავებლად სპეციალური შტაბი ამოქმედდა

© Pixabay / Olga1205მანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის გიორგი სურმანიძის განცხადებით, წელს ციტრუსის მოსავალი უხვი არ არის, თუმცა უკეთესი ხარისხისაა.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ციტრუსის მოსავლის ასაღებად ემზადებიან – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან გიორგი სურმანიძესთან ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საკითხები განიხილა, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ისტიციის სახლი, სადაც ეროვნული ბანკის ოფისია განლაგებული - Sputnik საქართველო
რა იქნება საქართველოს ეკონომიკის ზრდის მიზეზი 2021 წელს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს აჭარაში მაღალი ხარისხის ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. წინასწარი ვარაუდით, რეგიონში 40 ათასამდე ტონა მანდარინის მოსავალს აიღებენ, რომლის ნაწილიც ექსპორტზე გავა. სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით აჭარაში უკვე შეიმნა ოპერატიული საკოორდინაციო საბჭო.

„ჩვენ განვიხილეთ ყველა სტრატეგიული მიმართულება, თუმცა განხილვის ძირითადი თემა ციტრუსის მოსავლის აღება იყო. ბოლო წლების ანალოგიურად, წელსაც იფუნქციონირებს შტაბი, რომელიც გადაწყვეტს ყველა საორგანიზაციო საკითხს, როგორიცაა მოსავლის რეალიზება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და ელექტრონული პროგრამის მეშვეობით არასტანდარტული მანდარინის აღრიცხვა. ნარინჯისფერი რთველი წელსაც ორგანიზებულად ჩაივლის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის გიორგი სურმანიძის განცხადებით, წელს ციტრუსის მოსავალი უხვი არ არის, თუმცა უკეთესი ხარისხისაა. რეგიონში დაახლოებით 7 ათას ტონა არასტანდარტულ მანდარინს ელოდებიან, რომელსაც 30-მდე გადამამუშავებელი საწარმო შეისყიდის.

საქართველოდან მანდარინი ძირითადად რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში გადის.

ყველა ახალი ამბავი
0