თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების საჩივრები არ დააკმაყოფილა

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამი ოპოზიციური პარტია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების „ევროპული საქართველო“, „ერთიანი საქართველო“ და „სამართლიანობისთვის“ სამი სარჩელიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა. სარჩელები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა.

ოპოზიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო სხდომაზე მიღებული ოქმი, კერძოდ, მისი პირველი და მესამე პუნქტები გაასაჩივრა.

არჩევნების მეორე ტური და ოპოზიციის გეგმა – ვიდეო>>

„ორი სარჩელიდან ერთი ეხებოდა პროპორციული არჩევნების შეჯამებას... კანონი კრძალავს სასამართლოს დასრულებამდე ცესკოს მხრიდან არჩევნების შეჯამებას. ეს აკრძალვა ცესკომ დაარღვია, მაგრამ სასამართლომ კანონით არ იხელმძღვანელა. მეორე მოთხოვნა ეხებოდა მთლიანად საარჩევნო გარემოს, როგორ ჩატარდა არჩევნები კენჭისყრის დღეს, დაწყებული ბიულეტენების გატანით და კარუსელის ორგანიზებით, ბიულეტენების ჩაყრით და ოქმების გადასწორებით დამთავრებული“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა ოთარ კახიძემ.

საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: IRI-ს შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა

როგორც ნინო ბურჯანაძის პარტიაში „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ მიიჩნევენ, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველოში ყველაფერს ერთი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი წყვეტს.

„ეს სასამართლო კანონით კი არა, პირდაპირ ივანიშვილის დავალებით ხელმძღვანელობს. ჩვენ აუცილებლად წავალთ აპელაციაში, რათა ვაჩვენოთ მოსახლეობას, რომ სასამართლო ხელისუფლების ყველა შტო არის ოკუპირებული ამ ხელისუფლების და ივანიშვილის მიერ“, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა ირაკლი ჭყოიძემ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის ყველა საჩივარი უარყო და პარასკევ ღამით თავის ვებ-გვერდზე პროპორციული არჩევნების შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა. „ქართულმა ოცნებამ“ 48,22%-ით (61 მანდატი) გაიმარჯვა და მას ხმები ჰყოფნის იმისთვის, რომ პარლამენტში უმრავლესობა ჩამოაყლიბოს – მაჟორიტარების დამატებით მიიღოს 76 მანდატი.

გიგა ბოკერია: „სირცხვილის დერეფნის" მოწყობაში მონაწილეობას არ მივიღებთ>>

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორი კვირაა საპროტესტო აქციები ტარდება. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებსა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს უწოდებენ და მათ დესტაბილიზაციასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში სდებენ ბრალს.

ყველა ახალი ამბავი
0