სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა ფაშინიანზე თავდასხმის აღკვეთის შესახებ განაცხადა

© photo: Sputnik / Andranik Ghazaryanპატრული სომხეთში
პატრული სომხეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეჭვმიტანილების სახლების ჩხრეკისას ნაპოვნია რამდენიმე კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევი, ავტომატები, თოფები ოპტიკური სამიზნით, ხელყუმბარები და სხვა იარაღი

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა გახსნა სისხლის სამართლის დეტალები, რომელიც ძალაუფლების უზურპაციის მცდელობის, საკონსტიტუციო წყობის დამხობის და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა აღძრული, იუწყება Sputnik-სომხეთი.

არტურ ვანეციანი - Sputnik საქართველო
ფაშინიანზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავეს

საქმის ფარგლებში შაბათს დაკავებულია უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი არტურ ვანეციანი და მოხალისეთა რაზმ „აშოტ ერკატის“ მეთაური აშოტ მინასიანი.

ძალოვანი უწყების ინფორმაციით, მინასიანმა, რომელიც ანტისამთავრობო შეხედულებებს იზიარებდა და არ ეთანხმებოდა სომხეთის მთავრობის მიერ გატარებულ შიდა და საგარეო პოლიტიკას, უკანონოდ შეიძინა მთიან ყარაბაღში დიდი რაოდენობით იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. ეს ყველაფერი მან სომხეთის ტერიტორიაზე გადაიტანა და ქალაქ სისიანში ერთ-ერთ შენობაში ინახავდა.

შემდეგ ის შევიდა წინასწარ შეთანხმებაში იმ პარტიების ხელმძღვანელებთან და პოლიტიკურ მოღვაწეებთან, რომლებიც ანტისამთავრობო შეხედულებებს იზიარებენ. მას განზრახული ჰქონდა პრემიერ ფაშინიანის მოკვლა და ძალაუფლების შეცვლა.

სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ეჭვმიტანილთა ბინებში და სხვა ნაგებობებში აღმოჩენილია - სამი კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევი, კალაშნიკოვის ავტომატი, ორი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი ოპტიკური სამიზნით, სამი ავტომატი, 14 თოფი ოპტიკური სამიზნით, 14 ყუთი სხვადასხვა კალიბრის ვაზნებით, 13 მექანიკური ასაფეთქებელი, „რგდ“-ს ტიპის ორი ყუმბარა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის კორპუსი და სხვა საბრძოლო მასალა და იარაღი.

რომან ბაბაიანი და მარგარიტა სიმონიანი - Sputnik საქართველო
პატიოსანი პასუხების მოლოდინში: სომხეთის პრემიერ-მინისტრს უხერხული შეკითხვები დაუსვეს

წარმოშობილი ეჭვის საფუძველზე უკვე რამდენიმე პირია დაკავებული. უსაფრთხოების სამსახური ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენას აგრძელებს.

ერევანში უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გამო ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ამ კვირაში ერთობლივი განცხადება მიიღეს. დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, ასევე მათ სამხედრო ტყვეები უნდა გაცვალონ. გარდა ამისა, ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდებიან. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის უკიდურესად მძიმე იყო. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დოკუმენტის ხელმოწერას სომხეთის კაპიტულაცია უწოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0