გამყრელიძე: ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის წინაშე არ დგას

© Sputnik / Alex Shlamovინფექციური საავადმყოფო
ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში პანდემიის დასაწყისიდან დაინფიცირდა 4 666 მედპერსონალი, რაც დაავადებულთა საერთო რიცხვის 6,5%–ია.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. ამ დროისთვის საქართველოს ჯადაცვის სისტემა კოლაფსის წინაშე არ დგას, მაგრამ დაძაბულობა მატულობს, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

სასაფლაო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი 72 საათის განმავლობაში უნდა დაიკრძალოს

მისი თქმით, სწორ მართვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჰოსპიტალიზაციის პროცენტული მაჩვენებელი 28%–დან 30%–მდე მერყეობს.

რაც შეეხება ინფიცირებულთა განაწილებას, იგი ასე გამოიყურება: აქტიური ინფიცირების შემთხვევების  85%-დან 90%-მდე უსიმპტომო, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან.  დაახლოებით 10% მძიმე პაციენტია. 1%-დან 2%-მდე მერყეობს კრიტიკული პაციენტების რაოდენობა.

ქვეყანაში პანდემიის დასაწყისიდან დაინფიცირდა 4 666 მედპერსონალი. ეს დაავადებულთა საერთო რიცხვის 6,5%–ია. მათგან დიდი ნაწილი უკვე გამოჯანმრთელდა. გამყრელიძის თქმით, ზაფხულში ისინი, ძირითადად, სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირდებოდნენ, დღეს კი დიდი ნაწილი ყოფით პირობებში ავადდება.

რაც შეეხება „ცხელი ხაზის“ გადატვირთულობას, გამყრელიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ „112“–ზე დაკავშირება ვერ ხერხდება, მაშინ მოქალაქეები ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდნენ. საქართველოში დაახლოებით 2,5 ათასი ოჯახის ექიმია, თითოეული ექიმი 1,0–1,4 ათასი ადამიანის მდგომარეობას ადევნებს თვალს. ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვითარება კონტროლს დაექვემდებაროს. 

მოხუცის ხელი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
კორონავირუსის დამარცხება ნებისმიერ ასაკში შეიძლება – ქუთაისში 102 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პირბადის გამოყენება 95%–მდე გაიზრდება, პანდემია და ეპიდემია უკან დახევას დაიწყებს.

გამყრელიძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ინფექცია გამოგონილია და მსუბუქი, გრიპის მსგავსი ვირუსია, რომელსაც უპრობლემოდ გადაიტანენ.

დღეისთვის საქართველოს კლინიკებში 4 751 კოვიდ–პაციენტი მკურნალობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 73154-ს მიაღწია, სულ გამოჯანმრთელდა 55 511 პაციენტი, გარდაიცვალა 636.
კარანტინის რეჟიმშია 2 447, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 957 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 413 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0