პუტინმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ოპერაციის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი

© photo: Sputnik / Mikhail Klimentyev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის უწყებას დაავალა, ყარაბაღში მშვიდობისმყოფელთა როტაცია წელიწადში სულ მცირე ორჯერ განახორციელოს

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს, 12 ნოემბერს „მთიან ყარაბაღში მშვიდობის შესანარჩუნებლად ღონისძიებათა შესახებ ბრძანებულებას“ მოაწერა ხელი, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ბრძანებულება ხელმოწერილია ფედერაციათა საბჭოს #355 დადგენილების შესაბამისად - „რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის და მშვიდობის შენარჩუნების მიზნით გამოყენების შესახებ“.

მთიანი ყარაბაღი - სტეპანაკერტი - Sputnik საქართველო
მთიანი ყარაბაღი და ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიაში: ხედვა საქართველოდან

დოკუმენტის თანახმად, ყარაბაღში 5 წლის ვადით გაიგზავნება რუსეთის შეიარაღებული ძალების გასამხედროებული ფორმირება 1960-მდე სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით, მომდევნო ხუთწლიან პერიოდებში ავტომატური გახანგრძლივებით იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ხუთწლიანი პერიოდის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე აზერბაიჯანი და სომხეთი მიღწეული შეთანხმებების დაცვის შეწყვეტაზე არ განაცხადებენ.

სამშვიდობო კონტინგენტი განლაგდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, მხარეთა გამყოფ ზოლზე და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თავდაცვის უწყებას დაავალა, ყარაბაღში რუს მშვიდობისმყოფელთა როტაცია წელიწადში სულ მცირე ორჯერ განახორციელოს.

ყარაბაღის საკითხზე აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების სამმხრივ განცხადებას ხელი 2020 წლის 10 ნოემბერს მოეწერა. განცხადების თანახმად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 2020 წლის 10 ნოემბრის მოსკოვის დროით 00:00 საათიდან ცეცხლის და ყველა სამხედრო მოქმედების სრული შეწყვეტა მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0