გამყრელიძე: წერტილოვანი შეზღუდვები შესაძლოა გაფართოვდეს

გამოწერა
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ქვეყანას რეზერვში 400 ათასამდე PCR ტესტი და 45 ათასამდე სწრაფი ტესტი აქვს.

თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში უკვე მოქმედებს ნაწილობრივი ლოკდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც ეპიდსიტუაციის შესაბამისად შესაძლოა, გაფართოვდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,  ამირან გამყრელიძემ.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ცერცვაძე: ბევრს არ სჯერა კორონავირუსის არსებობის, ეს მათთვის სასიკვდილოა

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა – ინფიცირებულთა ზრდის დღიური მაჩვენებელი ოთხნიშნა რიცხვითაა გამოხატული. ბოლო 24 საათში ინფიცირების 3 120 შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭოზე ჟღერდება რეკომენდაციები და შემდეგ საბჭო კონსესუსის წესით იღებს გადაწყვეტილებებს. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამ ეტაპზე სრული ლოკდაუნის გამოცხადება არ განიხილება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო დღეს ნახევარ მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებს, ასევე იგეგმება კიდევ მილიონი სწრაფი ტესტის შესყიდვა. ამ ეტაპისთვის კი ქვეყანას რეზერვში 400 ათასამდე PCR  ტესტი და 45 ათასამდე სწრაფი ტესტი აქვს.

„დღეს ღამის 22:00 საათზე ქვეყანაში უნდა შემოვიდეს ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი. მოგეხსენებათ, ეს მიმართულება – სწრაფ დიაგნოსტიკაზე გადასვლა, მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო ვითარდება. ასევე, დამატებით მილიონი სწრაფი ტესტის შესყიდვას ვფიქრობთ, რათა გვიანი შემოდგომისა და ზამთრის სეზონის განმავლობაში გვქონდეს სწრაფად დიფერენციალური დიაგნოსტიკის საშუალება - არის „კოვიდი“ თუ სხვა რესპირაცული ინფექცია და მოხდეს ადამიანის სწრაფი იზოლირება“,  – განაცხადა გამყრელიძემ.

სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო
სავლები 99.9% ეფექტით: მეცნიერები COVID-19-სგან თავდაცვის ახალ საშუალებას ასახელებენ

ამირან გამყრელიძემ ასევე შეაფასა სიტუაცია, რომელიც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის კუთხით შეიქმნა.

„მოსახლეობის დიდ ნაწილს კიდევ არ სჯერა, რომ კორონავირუსული ინფექცია არსებობს. მიაჩნიათ, რომ კორონავირუსი იგივე სურდოა. სურდოს ხშირად გრიპს ეძახიან. გრიპი კიდევ სხვა რამეა. ამიტომ, უნდა დავიჯეროთ. მილიონ 200 ათასი ადამიანი შეიწირა ამ კორონავირუსულმა ინფექციამ. ერთ წელიწადში სიკვდილიანობით კორონავირუსულმა ინფექციამ გადაასწრო მალარიას, შიდსს და მიუახლოვდა ტუბერკულოზს. ამიტომ სერიოზულ საფრთხესთან არის საქმე. ასეთი პანდემია საუკუნეში ერთხელ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების დაცვისკენ, მათ შორის თავყრილობებისგან თავის შეკავებისკენ, რომლებიც გაფრთხილების მიუხედავად, მაინც იმართება.

„ხომ გადავეჩვიეთ კოცნას ერთმანეთს რომ ვხვდებოდით, გადაგვაჩვია ამ პანდემიამ, ისევ გთხოვთ, რომ ერთი წელიწადი თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსი vs საქართველო: თბილისელები COVID-19-ის შესახებ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი Vs საქართველო: თბილისელები COVID-19-ის შესახებ

საქართველოში პანდემიის დასაწყისიდან კორონავირუსი 66,5 ათას ადამიანს დაუდასტურდა.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო საქართველოს მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა. 9 ნოემბრიდან ქვეყნის შვიდ დიდ ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება. ამასთან, მოქმედებს სხვა შეზღუდვებიც, მათ შორის, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობა.

ყველა ახალი ამბავი
0