საქართველოს დიდ ქალაქებში კვლავ მოქმედებს ღამით გადაადგილების აკრძალვა. კაფეები, ბარები და რესტორნები მხოლოდ დღისით მუშაობენ, დაკეტილია სკოლები და საბავშვო ბაღები. ყველა ვალდებულია პირბადე ატაროს როგორც შენობებში, ისე ქუჩებში.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში 3120-ით გაიზარდა, ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 33 ადამიანი. სულ პანდემიის დაწყებიდან დაინფიცირების 69 681 შემთხვევა გამოვლინდა.