თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის ინფექციისგან განიკურნა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
PCR–ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, შესაბამისად, პრემიერი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
მთავრობის მეთაური თავისი დაცვის წევრისგან დაინფიცირდა. ის თვითიზოლაციაში 1 ნოემბერს გადავიდა და დისტანციურ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას.
პრემიერთან ერთად კორონავირუსი დაუდასტურდათ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავასა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილს.
ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება სექტემბრიდან მკვეთრად გაუარესდა. ბოლო პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი უკვე 3 ათასს უახლოვდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში სულ დაინფიცირდა 66 561 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 49 811, გარდაიცვალა 566 პაციენტი.