ოპოზიციის აქტივისტების თავდასხმა ჟურნალისტებზე დაუშვებელია – ტელეარხ „იმედის“ განცხადება

გამოწერა
ტელეკომპანია „იმედი“ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის ჟურნალისტებზეც ასევე განხორციელდა ზეწოლა.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. გასულ ღამეს ცესკოს შენობასთან არეულობის დროს ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ოპოზიციის ლიდერების მხრიდან თავდასხმა განხორციელდა, ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ კვირას თბილისის ცენტრში, შემდეგ კი ცესკოს შენობასთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა და ცესკოს სრული შემადგენლობის გადაყენება მოითხოვა. პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. არიან დაშავებულები და დაკავებულები.

„რომ არა პოლიცია, არავინ იცის, რა შედეგით დასრულდებოდა 8 ნოემბერი „იმედის“ თანამშრომლებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ ანუკი გუმბერიძეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ყელში სწვდა ჟურნალისტს და მის დახრჩობას ცდილობდა. ჟურნალისტი აქციის სხვა მონაწილეებმა იხსნეს, აღნიშნავს ტელეკომპანია.

ქართული ტელეარხების ოპერატორები - Sputnik საქართველო
ჟურნალისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აგრესიის და ჩაგვრის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე. მას თავისუფლად გადაადგილებისა და მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და მუქარის ფონზე უხდებოდა მოვლენათა ეპიცენტრიდან მუშაობა. გიგი უგულავა ჟურნალისტ რუსა შელიას ლამის ფიზიკურად გაუსწორდა და აქციის მონაწილეები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში ქვებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, თავისი ქცევით წაახალისა, რომ მომხდარიყო ფიზიკური თავდასხმა ჟურნალისტზე.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის. ბოლო პერიოდში გახშირდა ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლა, შეურაცხმყოფელი რეპლიკები და მუქარა, რომ როგორც კი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, „იმედს“ დახურავენ. ტერორმა კამპანიის სახე მიიღო სოციალურ ქსელებშიც: „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ აქტივისტები, ხშირად ყალბი გვერდებით, თავს ესხმიან ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებს და ავრცელებენ ფეიკ-ნიუსს „იმედის კვირისა“ და „იმედინიუსის“ სახელით“, – ხაზგასმულია განცხადებაში.

არხის ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებდნენ ის ფიგურები, რომელთა ანგარიშზეცაა 2007 წლის 7 ნოემბერს მოქალაქეების დარბევა და ტელეკომპანია „იმედის“ ეგზეკუცია, აღნიშნულია განცხადებაში.

ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 09.11.2020 - Sputnik საქართველო
თბილისში ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია დაიწყო

„ეს უპასუხისმგებლო ლიდერები დღესაც აგრძელებენ ბულინგისა და სიძულვილის ენის გამოყენებას და მედიის დაშინებას, რაც აფერხებს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას და ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს – დემოკრატიულ მედიაგარემოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ტელეკომპანია „იმედი“ სოლიდარობას უცხადებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის ჟურნალისტებზეც ასევე განხორციელდა ზეწოლა, და მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს საქართველოში, დიპლომატიურ კორპუსს, რომ ზედმიწევნით შეისწავლონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტებზე.

„ტელეკომპანია „იმედი“ არ შეცვლის თავის სარედაქციო პოლიტიკას და კვლავინდებურად გააგრძელებს პროფესიული სტანდარტის დაცვით მუშაობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

© video: Sputnik / Vladimir Umikashvili, Shota Nozadzeისევ წყლის ჭავლი თბილისში: ნოემბრის „ცივი შხაპის შემდეგ“ ოპოზიცია კვლავ მიტინგს მართავს
ოპოზიციის აქტივისტების თავდასხმა ჟურნალისტებზე დაუშვებელია – ტელეარხ „იმედის“ განცხადება - Sputnik საქართველო
ისევ წყლის ჭავლი თბილისში: ნოემბრის „ცივი შხაპის შემდეგ“ ოპოზიცია კვლავ მიტინგს მართავს

საარჩევნო კომისიის შენობასთან შეტაკებების დროს, შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა 27 ადამიანი, მათგან 14 პოლიციელი, 10-მდე აქციის მონაწილე და სამი ჟურნალისტი.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდა ცხრა პოლიტიკური პარტია, მათგან რვა - ოპოზიციურია. ყველა მათგანი აცხადებს, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და პროტესტის ნიშნად დეპუტატის მანდატის აღებაზე უარს აცხადებს.

მმართველ პარტიაში კატეგორიულად უარყოფენ არჩევნების გაყალბებას და აცხადებენ, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმაც დაადასტურეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0