„პატრიოტთა ალიანსი“ 9 ნოემბერს ქუთაისში დაგეგმილ აქციას აუქმებს

© Sputnik / Alex Shlamovირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ უარს აცხადებს მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე და საპარლამენტო არჩევნების ხელახალ ჩატარებას მოითხოვს.

თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მოსალოდნელი პროვოკაციების გამო, ქუთაისში დაგეგმილ აქციას აუქმებს, განაცხადა პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ერთი მიზნისთვის, მხოლოდ ცალკე: „პატრიოტთა ალიანსი“ ბრძოლას რეგიონებიდან იწყებს>>

გუშინ ცნობილი გახდა, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში, თავისუფლების მოედანზე 7 ნოემბრისთვის დაგეგმილი აქცია გააუქმა. პარტიას თავისი პირველი მანიფესტაცია ქუთაისში 9 ნოემბერს უნდა გაემართა.

ინაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ პროვოკაციები იგეგმებოდა, რის გამოც აქციის ჯერ ქუთაისში გადატანის, შემდეგ კი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.

დავით თარხან–მოურავი და ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
„ხელისუფლებამ ხმები მოგვპარა“ – „პატრიოტთა ალიანსი“ მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებს

ირმა ინაშვილის მტკიცებით, არჩევნების შემდეგ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში  მიუვიდა ხმოვანი შეტყობინება რუსულ ენაზე, რომლის მიხედვითაც, გროზნოში მცხოვრები ვინმე საიდ ახმედი მას მიმართავდა და ინტერესდებოდა, როგორ ჩაიარა არჩევნებმა. ინაშვილის განცხადებით, მსგავს პიროვნებას არ იცნობს და ესეც დაგეგმილი პროვოკაციაა.

„კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, არანაირ საიდ ახმედს არ ვიცნობ და ეს გზავნილი, რომელიც მივიღე, გამოქვეყნდება მედიაში. ჩვენმა პარტიამ, პოლიტსაბჭომ იმსჯელა და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე გავაუქმოთ ქუთაისის აქციაც, ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება საპროტესტო აქციები. ჩვენ ვიღებთ რამდენიმეკვირიან პაუზას, რათა თავიდან ავიცილოთ პროვოკაციები და ბრალდებები რაიმე შეთქმულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარტიის ლიდერმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლისა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნის თაობაზე, ძალაში რჩება.

Facebook–მა ქართული ოპოზიციური პარტიების გვერდები დაბლოკა>>

„ქართულმა ოცნებამ“ ტოტალურად და სამარცხვინოდ გააყალბა ეს არჩევნები. ჩვენი პარტია ვერანაირად ვერ აიღებდა ასეთ დაბალ პროცენტს. ყველამ იცის, რომ ჩვენს პარტიას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ჩვენ საპროტესტო აქციებზე ყველაზე დიდი რაოდენობის მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია“, - აღნიშნა ინაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსმა“ ამომრჩეველთა ხმების 3,14% მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური