თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. თბილისის ანძაზე სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები განახორციელდება, იუწყება პირველი არხი.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული პროჟექტორები შეიცვლება. კერძოდ, 40-მდე დაზიანებული სანათი მაღალი ხარისხის პროჟექტორებით ჩანაცვლდება.
თბილისის ანძაზე სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მას „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტი შეასრულებს.
თბილისის ტელეანძა 1972 წელს აშენდა. მისი სიმაღლე 274,5 მეტრია.