ქუთაისი თბილისის ნაცვლად - „პატრიოტთა ალიანსმა“ შეხვედრის ადგილი შეცვალა

© Sputnik / Vladimir Umikashviliირმა ინაშვილმა
ირმა ინაშვილმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატომ გააუქმეს „პატრიოტებმა“ თავისი პირველი მასშტაბური საპროტესტო მიტინგი თბილისში, პარტიის ლიდერ ირმა ინაშვილს არ განუმარტავს

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში, თავისუფლების მოედანზე 7 ნოემბრისთვის დაგეგმილი აქცია გააუქმა და თავის პირველ მანიფესტაციას ქუთაისში 9 ნოემბერს გამართავს, ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა თავის Facebook-ზე დაწერა.

ერთი მიზნისთვის, მხოლოდ ცალკე: „პატრიოტთა ალიანსი“ ბრძოლას რეგიონებიდან იწყებს >>

ინაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ უარს აცხადებს მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

ოპოზიცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
ექსპერტის მოსაზრება არჩევნებზე: პროტესტი იქნება, რევოლუცია - არა

„კვლავ ვამბობთ: საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! ვითხოვთ, - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. მანამდე უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე! ამასობაში, „ქართული ოცნება“ ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს პროპაგანდისტულ კამპანიას,- თითქოს ჩვენ არ ვმოქმედებთ მარტო! ერთის მხრივ, ცდილობს დათესოს აზრი, თითქოს ჩვენ ვმოქმედებთ სააკაშვილის, ბოკერიას და სხვა პარტიებთან ერთად, მეორეს მხრივ,- ცდილობს დათესოს აზრი, თითქოს ჩვენ რუსეთის დავალებით ვაპირებთ დესტრუქციულ ქმედებებს. ამის პარალელურად, ინერგება აზრი, თითქოს ჩვენ უკანონო, ბანდიტურ მოქმედებებს ვგეგმავთ, რაც სრული აბსურდია! მორიგჯერ ვამბობ: ჩვენი პარტია ყოველთვის მარტო მოქმედებდა და დღესაც მარტოა! ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, ჩვენი სტრატეგიითა და ტაქტიკით!“ - დაწერა ინაშვილმა.

მისი თქმით, ქუთაისის შემდეგ საპროტესტო აქციები საქართველოს სხვა ქალაქებში გაიმართება და თბილისში დასრულდება.

ინაშვილმა პირობა დადო, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის მონაწილეები დისტანციას დაიცავენ და აქციას პირბადეებით დაესწრებიან.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსმა“ ამომრჩეველთა ხმების 3,14% მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0