მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

არჩევნები აშშ-ში: ტრამპის შტაბი კიდევ ორ შტატში აპირებს სარჩელის შეტანას

© AFP 2024 / CRISTIAN HERNANDEZარჩევნები აშშ-ში
არჩევნები აშშ-ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრამპის შტაბმა, გარდა მიჩიგანის, პენსილვანიისა და ვისკონსინის სასამართლოებისა, სარჩელი შეიტანა ჯორჯიის შტატის სასამართლოშიც.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბი კიდევ ორი შტატის — არიზონისა და ნევადის სასამართლოებში აპირებს სარჩელების შეტანას ხმების დათვლასთან დაკავშირებით, იუწყება ტელეარხი CNN წყაროებზე დაყრდნობით.

ტრამპის მხარდამჭერების აქცია - Sputnik საქართველო
დაუთვლელი შტატები და სარჩელები სასამართლოში: რა ხდება აშშ-ში

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, შტაბის წარმომადგენლებს ამით არა მარტო შედეგების გასაჩივრება, არამედ ამ შტატებში ხმების დათვლის პროცესის გაჭიანურება და დროის მოგება სურთ.

სხვა წყაროს ცნობით, ტრამპის შტაბი, „რაღა თქმა უნდა“, ხმების გადათვლას მოითხოვს ჯორჯიის შტატშიც, თუ აღმოჩნდება, რომ ტრამპი იქ დამარცხდა. ტელეარხი აზუსტებს, რომ კანდიდატს შეუძლია მოითხოვოს ხმების თავიდან დათვლა, თუ სხვაობა მოწინააღმდეგეებს შორის 0,5%-ზე ნაკლები იქნება.

მანამდე სააგენტო „ასოშეიტედ პრესმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოქმედი პრეზიდენტის შტაბმა, გარდა მიჩიგანის, პენსილვანიისა და ვისკონსინის სასამართლოებისა, სარჩელი უკვე შეიტანა ჯორჯიის სასამართლოშიც და შტატის საარჩევნო კომისიების წევრებისგან ფოსტით მიღებული ბიულეტენების დათვლის შესახებ კანონის დაცვა მოითხოვა.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
გარდამავალი პერიოდის საიტი: ბაიდენი პრეზიდენტობისთვის ემზადება

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საარჩევნო კომისიებს ხმების დათვლა ჯერ არ დაუსრულებიათ და საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის.  

წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს დემოკრატი ჯო ბაიდენი. თუმცა საბოლოოდ საქმეს ამომრჩეველთა კოლეგიის (ელექტორალის) ხმათა რაოდენობა გადაწყვეტს. კანდიდატს გამარჯვებისთვის 538 ელექტორალიდან 270-ის ხმა ესაჭიროება. ამ დროისათვის ბაიდენს 264, ხოლო ტამპს 214 ელექტორალი უჭერს მხარს.

წამყვანი ამერიკული მედიის ცნობით, გამოსაცხადებელი დარჩა ოთხი შტატის შედეგები: პენსილვანიის, მიჩიგანის, ნევადისა და ალასკის.

ყველა ახალი ამბავი
0