თამარ ჟვანია: ცესკო 8 ათასამდე ოქმის სიზუსტეს სწავლობს

© photo: Tamar Zhvania / FBთამარ ჟვანია
თამარ ჟვანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ ჟვანიას განმარტებით, ცესკომ შესწორების ოქმები უკვე განათავსა თავის ვებ-გვერდზე და Facebook-გვერდზე.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა ტიპის არჩევნებში მექანიკური, ტექნიკური და ადამიანური შეცდომების შემცველ 7900-მდე ოქმს სწავლობს, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ „პირველი არხის“ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი თამარ ჟვანიას შეხვდა

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ ცნობს და მათ არალეგიტიმურად გამოცხადებას მოითხოვს. წინასწარი მონაცემებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკებმა პროტესტის ნიშნად ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელშიც დეპუტატის მანდატზე უარი თქვეს.

ცესკოს თავმჯდომარემ აღიარა, რომ დარღვევები იყო და ისინი თითოეულ ფაქტს სწავლობენ.

ჟვანიას განმარტებით, იყო შემთხვევა, როდესაც, მაგალითად, თბილისის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატს 600-ზე მეტი ხმა აკლდა, მისი მონაცემი სხვა კანდიდატზე იყო მიწერილი.

„იგივე შემთხვევა იყო ერთ-ერთ უბანზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ 26 ხმა მიწერილი იყო არა №5, არამედ №4-ზე. ეს იყო ერთეული, შეიძლება ითქვას, მექანიკური შეცდომები. ოქმი შესავსებად იყო რთული, ორსვეტიანი და საქართველოს არჩევნების ისტორიაში პირველად ამდენი სუბიექტის (48 პარტია და ორი ბლოკი) ხმის დათვლა მოხდა. ეს უნდა გავითვალისწინოთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბიულეტენში 50 საარჩევნო სუბიექტი არასდროს გვინახავს“, – განაცხადა ჟვანიამ. 

კენჭისყრა საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
არჩევნების მეორე ტური კიდევ ერთ ერთმანდატიან ოლქში ჩატარდება

როგორც მან აღნიშნა, ამ არჩევნებზე მეტი ოქმია შესასწორებელი – ბოლო მონაცემებით, 500-ზე მეტი – მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ოქმების რაოდენობა საარჩევნო უბნების რაოდენობას შეესაბამება.

„გვაქვს შემთხვევები, როდესაც ერთ რაიონში გადასწორებულია ერთი, ორი, სამი ოქმიც კი... უფრო მეტიც, აშკარაა, რომ ყველა შესწორება არ უკავშირდება შედეგებს. ზოგჯერ ისინი ტექნიკურ ხასიათს ატარებს“, – განაცხადა ჟვანიამ.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, შესწორების ოქმი არის საარჩევნო კოდექსით დადგენილი სამართლებრივი პროცედურა და ის წარმოადგენს ჩვეულებრივი შემაჯამებელი ოქმის ერთიან შემადგენელ ნაწილს.

თამარ ჟვანიამ ასევე განაცხადა, რომ ცესკომ შესწორების ოქმები უკვე განათავსა თავის ვებ-გვერდზე და Facebook-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0