სალომე ზურაბიშვილი თამარ ჟვანიას შეხვდა

© Sputnik / STRINGERსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაზე და მის ქალ თავმჯდომარეზე ზეწოლა, მუქარა და შეურაცხყოფა მიუღებელია.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდა, რომელმაც მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ოპოზიციის მიტინგი ბათუმში - Sputnik საქართველო
აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიცია მიტინგს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, პანდემიის მიუხედავად ცესკომ შეძლო სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

საქართველოს ოპოზიცია 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელისუფლებას მასობრივ გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციურმა პარტიებმა ერთი მეორის მიყოლებით საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს. თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციების მონაწილეები ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ, მის გადადგომას და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

პრეზიდენტმა თავის მხრივ თამარ ჟვანიას და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ დაუდასტურა პატივისცემა და გამოხატა მადლიერება იმისთვის, რომ მათ შეძლეს პანდემიის მძიმე პირობების და გამოწვევების მიუხედავად ორგანიზება გაეწიათ სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნებისთვის.

შეხვედრისას ასევე აღინიშნა სადამკვირვებლო მისიების და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არჩევნების პირველადი დადებითი შეფასებები.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაზე და მის ქალ თავმჯდომარეზე ზეწოლა, მუქარა და შეურაცხყოფა მიუღებელია.
ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო
ცესკოს შენობასთან ვითარება დაძაბულია: ოპოზიციის მომხრეები ჟვანიას გადადგომას მოითხოვენ

საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის შედეგებით ამომრჩეველთა ხმები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" – 48,22%,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 27,18%, „ევროპული საქართველო“ – 3,79%, „ლელო საქართველოსთვის“ – 3,16%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%, „გირჩი“ – 2,89, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33,  „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ 1%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა.  ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო.

ყველა ახალი ამბავი
0