აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიცია მიტინგს მართავს

© Sputnik / Seyran Baroyanოპოზიციის მიტინგი ბათუმში
ოპოზიციის მიტინგი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ოპოზიცია 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელისუფლებას მასობრივ გაყალბებაში ადანაშაულებს.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების მონაწილეობით მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.

თამარ ჟვანია - Sputnik საქართველო
თამარ ჟვანია: არჩევნების მეორე ტური ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება

აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია. ისინი ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

საქართველოს ოპოზიცია 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელისუფლებას მასობრივ გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციურმა პარტიებმა ერთი მეორის მიყოლებით საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს. თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.

საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის შედეგებით ამომრჩეველთა ხმები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" – 48,22%,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 27,18%, „ევროპული საქართველო“ – 3,79%, „ლელო საქართველოსთვის“ – 3,16%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%, „გირჩი“ – 2,89, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33,  „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ 1%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა.  ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო.

ყველა ახალი ამბავი
0