რა შემთხვევაში გადადგება თამარ ჟვანია: ცესკოს თავმჯდომარე განმარტებას აკეთებს

© photo: Tamar Zhvania / FBთამარ ჟვანია
თამარ ჟვანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, მმართველმა პარტიამ მიიღო ხმების 48,23%, ხოლო ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 27,16%. მაჟორიტარული არჩევნების შედეგებით, 16 საარჩევნო ოლქში მეორე ტური გაიმართება, დანარჩენ 14-ში კი მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგება, თუ ჩატარებული არჩევნების შედეგები სწორად არ დაითვლება. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

„ლეიბორისტებმა“ თბილისში საოლქო კომისიის ოფისში შეჭრა სცადეს - Sputnik საქართველო
„ლეიბორისტებმა“ თბილისში საოლქო კომისიის ოფისში შეჭრა სცადეს

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ოპოზიცია არ ეთანხმება არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომელთა თანახმად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა, და ამტკიცებს, რომ კენჭისყრის შედეგები გაყალბებულია.

„თამარ ჟვანია იმ შემთხვევაში მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთივე რეაგირება, როგორიც საჭიროა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რადგან დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხის ნება ზედმიწევნით იყოს გადმოცემული. ეს წლების განმავლობაში ასე ხდებოდა და ეს ყოველივე აღიარებულია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ“, – განაცხადა ჟვანიამ.

მისი თქმით, ოქმები ყველასთვის ხელმისაწვდომია და შედეგების დათვლა ყველას შეუძლია.

„როდესაც პოლიტიკური მიზნებით ვინმე შედეგების ნამდვილობის საკითხს აყენებს, ეს არასწორია. აიღონ ოქმები, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია დათვალოს ის, რასაც ცესკო გამოაქვეყნებს. თუ რომელიმე იქნება არასწორი, დანარჩენზე შემდეგ ვისაუბროთ“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ოპოზიციის აქცია. 01.11.2020 - Sputnik საქართველო
„ლელო“, „გირჩი“ და „ლეიბორისტები“ დეპუტატის მანდატებზე უარს აცხადებენ

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბლოკში „ძალა ერთობაშია“ არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა. არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება ასევე არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახა. ყველა მათგანმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ.

პროტესტს უერთდებიან ის პოლიტიკური სუბიექტებიც, რომლებიც ვერ გავიდნენ პარლამენტში: „ერთიანი საქართველო“, „გამარჯვებული საქართველო“, „ტრიბუნა“.

ბოლო მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ამომრჩეველთა ხმების 48,23%, ხოლო ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 27,16%, მაჟორიტარული არჩევნების შედეგებით, 16 საარჩევნო ოლქში მეორე ტური გაიმართება, დანარჩენ 14-ში კი მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ბოიკოტის მიუხედავად: „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს >>

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. აღნიშნულ თანამდებობაზე ის 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით აირჩიეს.

ყველა ახალი ამბავი
0