„ლელო“, „გირჩი“ და „ლეიბორისტები“ დეპუტატის მანდატებზე უარს აცხადებენ

© photo: Sputnikოპოზიციის აქცია. 01.11.2020
ოპოზიციის აქცია. 01.11.2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნების შედეგები „გაყალბდა და ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს“, დარწმუნებულია ხაზარაძე

თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს და არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებულებმა აღნიშნეს, რომ მანდატების უმრავლესობას მოიპოვებენ და ახალი მთავრობის დამტკიცებას დამოუკიდებლად შეძლებენ. ოპოზიციური ძალების ლიდერებმა განაცხადეს, რომ შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და საპროტესტო აქციები დააანონსეს.

„ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, საპროტესტო აქციებს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს გაყალბებული არჩევნების ჩატარება და მივიღოთ ობიექტური, თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომლის შედეგებიც არ გამოიწვევს კითხვის ნიშნებს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მმართველი პარტია არცევნების დასრულებას ზეიმობს - Sputnik საქართველო
ბოიკოტის მიუხედავად: „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს

მისი თქმით, პარტია „ლელო“ მოხარულია, რომ ოპოზიცია ამ საკითხში ერთსულოვანია.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, პარტია „ლელომ“ არჩევნებზე 3,15% და, შესაბამისად, ოთხი მანდატი მიიღო.

პარლამენტში არც „ლეიბორისტული პარტია“ აპირებს შესვლას. მისმა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა. პარტიამ 1% და შესაბამისად ერთი დეპუტატის მანდატი მიიღო.

„ამ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, უკანონოა, ანტისახელმწიფოებრივია. ასეთი პარლამენტის შეკრება დაუშვებელია. იქ არავინ უნდა შევიდეს, არა მარტო ოპოზიცია, არამედ თუ შერჩენიათ თავმოყვარეობა, „ქართული ოცნების” წევრებიც", - განაცხადა ნათელაშვილმა.

თავის ოთხ მანდატზე უარი თქვა „გირჩმაც“. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო სტატუსის მოპოვება, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი სხვა ოპოზიციურ პარტიებს უერთდებიან.

„ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა. „გირჩიც“ უერთდება პარლამენტში შესვლის ბოიკოტს. ბოიკოტის შემთხვევაში არც მეორე ტურს არ აქვს აზრი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა საოლქო კომისიის სხდომაზე შეჭრა სცადეს - Sputnik საქართველო
„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა საოლქო კომისიის სხდომაზე შეჭრა სცადეს

აღსანიშნავია, რომ „გირჩმა“ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 2,89% მოიპოვა, რაც სამ საპარლამენტო მანდატს ნიშნავს, ამასთან მას თავისუფალი მანდატების გადანაწილების შედეგად კიდევ ერთი დეპუტატის შეყვანა შეუძლია.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო.

ყველა ახალი ამბავი
0