თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველო გმობს ვენაში მომხდარ ტერორისტულ აქტს და უსამძიმრებს მსხვერპლთა ოჯახებს – დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ twitter-ის ბლოგში.
2 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქში უცნობების ჯგუფმა შეიარაღებული თავდასხმების სერია მოაწყო. თავდასხმის ერთ-ერთი ობიექტი სინაგოგა იყო. ავსტრიის მთავრობამ ვენაში მომხდარს ტერაქტის შეფასება მისცა.
Georgia strongly condemns the vile acts of terror in Vienna. We offer our deepest condolences to the families & friends of the victims of this horrific attack & wish a speedy recovery to those injured. We stand in solidarity w/ Austrians & the world in the fight against terrorism
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) November 3, 2020
„საქართველო მკაცრად გმობს ვენაში განხორციელებულ საზარელ ტერორისტულ აქტს. ვუსამძიმრებთ ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებს, მეგობრებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ ავსტრიელებისა და მთელი მსოფლიოსადმი სოლიდარულები ვართ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – დაწერა გიორგი გახარიამ.
ტერაქტის შემდეგ ავსტრიაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა: თვითმხილველის ვიდეო>>
როგორც ცნობილია, დაშავებულია 15 ადამიანი, რომელთაგან შვიდი მძიმედაა დაჭრილი და საავადმყოფოშია მოთავსებული. ბოლო ცნობით, დაღუპულია ოთხი ადამიანი.
ავსტრიის ხელისუფლებამ მომხდარის შემდეგ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ასევე საზღვრებზე და, განსაკუთრებით, დედაქალაქ ვენაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.