12:50 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2336)
68 0 0

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ორშაბათს მომხდარი თავდასხმები ტერორისტულ აქტად შეაფასა და ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ავსტრიის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ასევე საზღვრებზე და, განსაკუთრებით, დედაქალაქ ვენაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა მას შემდეგ, რაც ორშაბათს რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, მათ შორის სინაგოგაზე.

უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე ტელეარხ ORF-ის ეთერში ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰელარდ ზოროსმა ისაუბრა.

„მიღებულია პერსონალის გაძლიერების გადაწყვეტილება მთელ ქვეყანაში და საზღვრებზე. ფოკუსი მთელ ქვეყანაზეა, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ პერსონალის რაოდენობა შეზღუდულია, ამგვარ სიტუაციებში საჭიროა იმ ცალკეული ზონების განსაზღვრა, რომელთა დაცვა უფრო ძლიერაა აუცილებელი. მოცემულ შემთხვევაში ეს ვენის ცენტრალური რაიონია. სწორედ იქ მდებარეობს ის ექვსი წერტილი, რომლებზეც თავდასხმა მოხდა“, — განმარტა მან.

ამასთან ზოროსმა მოუწოდა მოსახლეობას, თავი შეიკავონ არა მარტო ვენის ცენტრალურ რაიონებში, არამედ ქალაქის სხვა ქუჩებში მოძრაობისგან, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის.

2 ნოემბერს უცნობების ჯგუფმა შეიარაღებული თავდასხმების სერია მოაწყო ვენაში. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც პოლიციამ გაანეიტრალა, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი აღმოჩნდა. ის შეიარაღებული იყო შაშხანით და ეკეთა ასაფეთქებელი მოწყობილობის მულაჟი. 

ვენის მერის განცხადებით, დაშავებულია 15 ადამიანი, რომელთაგან შვიდი მძიმედაა დაჭრილი და საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შსს-ს ბოლო ცნობით, დაღუპულია სამი ადამიანი.

თემები:
მსოფლიო დღეს (2336)

მთავარი თემები