„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებს საპარლამენტო მანდატებზე

© Sputnik / Vladimir Umikashvili„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  აქცია - Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტიების ჩამონათვალი, რომლებმაც ახალი მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს და მანდატებზე უარი თქვეს, სულ უფრო ფართოვდება

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ უარს აცხადებს პარლამენტის სავარძლებზე, ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

ოპოზიციის აქცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
ოპოზიციის ბოიკოტი: უარი პარლამენტში შესვლაზე და მეორე ტურში მონაწილეობაზე

„ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშიას“ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების მსგავსად გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ შევალთ იქ, რასაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან ანუ პარლამენტში, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ეძახის პარლამენტს. ეს არ არის პარლამენტი და ვერ იქნება პარლამენტი, შესაბამისად არავის იქ არაფერი არ გვესაქმება. ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი - ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცესკოს წინასაწარი მონაცემებით, ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიამ“ არჩევნებზე მოიპოვა 27, 14% და ახალი მოწვევის პარლამენტში 34 ადგილი მიიღო.

თავის ოთხ მანდატზე უარს აცხადებს ასევე ბლოკი „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“.

ცესკო: დათვლილია 3847-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები >>

ყველას კარგად გვაქვს გასიგრძეგანებული, რასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს სახელმწიფოს მიტაცებასთან , ქართული დემოკრატიის დასამარებასთან. საქმე გვაქვს უმძიმეს სიტუაციასთან, რომელიც ხვალ და ზეგ გველის. ვაპირებ ბრძოლას ბოლომდე“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მანამდე პარლამენტის ბოიკოტირების შესახებ განაცხადეს „ევროპულმა საქართველომ“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, „ლელო საქართველოსთვის“, „გირჩმა“ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური