თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისათვის 3 847 საარჩევნო უბნიდან დამუშავებულია ყველა – 3 847 საარჩევნო უბნის მონაცემი.
არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შევა.
პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
– „ქართული ოცნება“ – 48.22%
– „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27.14%
– „ევროპული საქართველო“ – 3,78%
– „ლელო“ – 3,16%
– „ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%
– „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,13%
– „გირჩი“ – 2,90%
– „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%
– „ლეიბორისტული პარტია“ – 1%.
დანარჩენმა პარტიებმა 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, მათ ჯამში 6,19% დააგროვეს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდა 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის 500 კანდიდატი. ამომრჩეველთა აქტივობამ 56.11% შეადგინა.
რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, უკვე ცნობილია, რომ მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, რუსთავში, თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში, ასევე თბილისის ყველა ოლქში.