გახარია: საქართველომ პანდემიის პირობებში თავისუფალი არჩევნები ჩაატარა

გამოწერა
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ მომხრეებს საპარლამენტო არჩევნებში აქტიურობისთვის.

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. მიუხედავად კორონავირუსის პანდებიისა, საქართველოს მთავრობამ შეძლო თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღიარეს, დაწერა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიან საკუთარ Facebook-გვერდზე. 

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკომ ხმების 100% დაითვალა: „ოცნება" 48,15%, „ძალა ერთობაშია" 27,14%

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა: მოსახლეობამ 120 დეპუტატი პროპორციული სისტემით, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. საკანონმდებლო ორგანოში 150 ადგილისთვის 48 პარტია და ორი ბლოკი იბრძოდა.

„საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, სადაც ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული – ეს არის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასება. მადლობა თითოეულ მათგანს საქართველოს დემოკრატიის ერთგულებისთვის, იმისთვის, რომ გლობალური პანდემიის ფონზეც კი, ჩამოვიდნენ საქართველოში და მხარი დაუჭირეს ჩვენს ქვეყანას წინსვლის პროცესში“, – დაწერა გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ მომხრეებს არჩევნებში აქტიურობისთვის.

ამ დროისთვის გახარია დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. იგი თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგანაც მას კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ თანამშრომელთან.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება 3,5 მილიონზე მეტ მოქალაქეს ჰქონდა, მათთვის 3,8 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამომრჩევლის აქტივობამ 56,11% შეადგინა. კენჭისყრის დღეს საკუთარი პოზიცია დააფიქსირა 1 970 540–მა მოქალაქემ.

ცესკოს წინასწარი თანახმად, ამომრჩეველთა ხმების 100%–ის დათვლის (პროპორციული სიები) შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებზე ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. მმართველმა გუნდმა ამომრჩევლის ხმების 48,15% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, საარჩევნო ბლოკმა „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27,14%.

ყველა ახალი ამბავი
0