ბურჯანაძე: ამ პარლამენტს ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ

© photo: Sputnik / Evgeniya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშინინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტში სულ 9 პოლიტიკური სუბიექტი – 7 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი შედის.

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. არავინ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, შესაბამისად, გაუგებარია  როგორ უნდა მიიღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში, თუ პირველი ტური იყო არალეგიტიმური, განაცხადა  პარლამენტის ექს–სპიკერმა, ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. 

პარლამენტი - Sputnik საქართველო
მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა საარჩევნო სუბიექტი მოხვდება: როგორ გადანაწილდება მანდატები

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა: მოსახლეობამ 120 დეპუტატი პროპორციული სისტემით, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. საკანონმდებლო ორგანოში 150 ადგილისთვის 48 პარტია და ორი ბლოკი იბრძოდა.
ცესკოს მონაცემებით, მმართველმა გუნდმა ამომრჩევლის ხმების 48,15% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, საარჩევნო ბლოკმა „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27,14%. მეათე მოწვეის პარლამენტში სულ 9 პოლიტიკური სუბიექტი – 7 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი შედის.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნინო ბურჯანაძის პარტიამ 1%–იანი ბარიერი ვერ გადალახა, მან ამომრჩეველთა ხმების 0,85% მიიღო.

მანამდე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი პარტია 1%-იან ბარიერს გადალახავს და პარლამენტში შევა. ბურჯანაძის თქმით, მის პარტიას მინიმუმ 4-5% უნდა მიეღო და ცესკოს მონაცემები არარეალურია.

„ჩვენ ხმების 4–5%-ის აღების იმედი გვქონდა. ჩვენ იმ ადამიანების სიაც კი გვქონდა გვარების მითითებით, რომლებიც მხარს გვიჭერენ და მათ მინიმუმ 4% მაინც უნდა შეედგინათ. კიდევ 1% კი, ჩვენი აზრით, ის ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც თავად, ჩვენი კამპანიის გარეშეც მოგვცემდნენ ხმას. ამ არჩევნებზე ჩვენს უკიდურესად გაღატაკებულ ქვეყანაში ხელისუფლებამ გამოიყენა ფული, მოისყიდა ადამიანები, რომელთაც ძალიან უჭირთ ეკონომიკურად.  ჩვენ ამ პარლამენტს უნდა გამოვუცხადოთ ბოიკოტი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

დღეს, საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გამართეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვეს.

საპროტესტო აქციაზე თითქმის ყველა ოპოზციური პარტიის ლიდერი იმყოფებოდა,  რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, გარდა „პატრიოტთა ალიანსის“ და პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება 3,5 მილიონზე მეტ მოქალაქეს ჰქონდა, მათთვის 3,8 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამომრჩევლის აქტივობამ 56,11% შეადგინა. კენჭისყრის დღეს საკუთარი პოზიცია დააფიქსირა 1 970 540–მა მოქალაქემ.

ყველა ახალი ამბავი
0