ბრიფინგი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში: ენმ „კარუსელებსა“ და სხვა დარღვევებზე ლაპარაკობს

© photo: Sputnikმარნეულის საარჩევნო უბანი
მარნეულის საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ენმ–ს“ პოლიტსაბჭოს წევრის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბნებიდან აძევებენ იმ მედია–დამკვირვებლებს, რომლებიც „კარუსელის“ საწინააღმდეგო აპლიკაციით არიან აღჭურვილები   

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საარჩევნო უბნებზე უპრეცენდენტო აქტივობაა, ეს კი იმის დამადასტურებელია, რომ „ქართული ოცნება“ მარცხდება არჩევნებში, მიაჩნია ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ზალ უდუმაშვილს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა.

უდუმაშვილმა ამ დროისათვის დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს გამარჯვებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ უბნის გარეთ სუს–ს მობილიზებული ჰყავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ჩვენს მოსახლეობას არ ეშინია, აქტიურად მიდიან არცევნებზე, აძლევენ ხმას და ასეთი უპეცედენტო აქტივობა საარჩევნო უბნებზე სწორედ იმის დამადასტურებელი ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან მწარედ მარცხდება არჩევნებში“, — განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, „ენმ–ს“ დარღვევების კონკრეტული ფაქტები აქვს და მაგალითად მოიყვანა თვითიზოლაციაზე მოფი პიროვნების შემთხვევა, რომელმაც ქუთაისის №112 უბანზე მისცა ხმა, ნაცვლად იმისა, რომ ყოფნის ადგილზე სპეცუბნის მიერ გამოყოფილი საარჩევნო ყუთით ესარგებლა. უდუმაშვილი ხაზს უსვამს, რომ ხმის მიცემის შემდეგ აღნიშნულ პიროვნებას თანხა გადასცეს, რის დამადასტურებელ ვიდეოსაც  მოგვიანებით გაავრცელებენ.

საარჩევნო უბანი მარნეულში - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა უკვე ათზე მეტი საჩივარი დაწერეს

გარდა ამისა, „ენმ–ს“ პოლიტსაბჭოს წევრი ამბობს, რომ საარჩევნო უბნებიდან აძევებენ იმ მედია–დამკვირვებლებს, რომლებიც „კარუსელის“ საწინააღმდეგო აპლიკაციით არიან აღჭურვილები.   

ზაალ უდუმაშვილმა მომხრეებს აქტიურობისკენ მოუწოდა და სთხოვა მათ, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ვინაიდან „დრეს საქართველოს ბედი წყდება“.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0