მარნეულის ერთ–ერთ უბანზე კენჭისყრის პროცესი შეწყდა

© Sputnik / STRINGERსაპარლამენტო არჩევნები 2020
საპარლამენტო არჩევნები 2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომისიის წევრის განცხადებით, დამკვირვებლები კენჭისყრის პროცესში ჩარევისა და ასევე დისტანციის დაუცველობის გამო გააძევეს

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. მარნეულის რაიონის №52 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა, იუწყება Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.

არეულობა უბანზე მას შემდეგ შეიქმნა, რაც საარჩევნო კომისიის წევრებმა უბნიდან გააძევეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სამი დამკვირვებელი.

საარჩევნო უბანი მარნეულში - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა უკვე ათზე მეტი საჩივარი დაწერეს

კომისიის წევრის განცხადებით, დამკვირვებლები იმიტომ გააძევეს, რომ ისინი კენჭისყრის პროცესში ერეოდნენ და ასევე არ იცავდნენ დისტანციას. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა, რომელიც კონფლიქტის მხარეების დამშვიდებას ცდილობს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0