თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტში შვიდიდან ათ პარტიამდე შედის, ეგზიტპოლების შედეგები რამდენიმე ორგანიზაციამ კენჭისყრის დასრულებისთანავე გამოაქვეყნა.
პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%–ს შეადგენდა, ბლოკებისთვის იმდენი პროცენტი, რამდენი პარტიაც შედის ბლოკში. ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ახალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.
პარლამენტში ყველაზე ნაკლები პარტია ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ამერიკული კომპანია Edisson Research–ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით შედის სულ შვიდი. „ქართული ოცნება“ 46%, „ძალა ერთობაშია“ 0 28%, „ევროპული საქართველო“ – 5%, „გირჩი“ და „ლელო“ 3–3% და „სტრატეგის აღმაშენებელი“ და „პატრიოტთა ალიანსი“ – 2–2%.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის დაკვეთით ბრიტანული კომპანია Survation–ის ეგზიტპოლის შედეგებით პარლამენტში ცხრა პარტია შედის: „ქართული ოცნება“ - 52,26%, „ძალა ერთობაშია"- 25,33%, „ევროპული საქართველო“ - 4,2%, „გირჩი“ - 3,52%, „ლელო“ - 2,61%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2,37%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,29%, „ლეიბორისტული პარტია“ - 1,22%, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქე“ 1,02%.
ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ფრანგული კომპანია IPSOS–ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით ბარიერი ათმა პარტიამ გადალახა: „ქართული ოცნება“ – 41%, „ძალა ერთობაშია“ - 33%, „ევროპული საქართველო“ – 5%,“ლელო“– 4%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3%, „გირჩი“ – 3%, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტული პარტია“ 2– 2%, „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო“ „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“1–1%.
10 პარტია შედის ასევე ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ამერიკული კომპანია Public Opinion Strategies–ის ეგზიტპოლის შედეგებით: „ქართული ოცნება“ – 55%, „ძალა ერთობაშია“ - 23%. „ევროპული საქართველო“ - 3%, „გირჩი“ - 3%, „ლელო საქართველოსთვის“ - 3%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3%, „ლეიბორისტული პარტია“- 1%, „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო“ - 1%, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ - 1%.
არჩევნებში 55 პარტია მონაწილეობდა, მათგან შვიდი ორ ბლოკში – „ძალა ერთობაშია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. პირველ ბლოკში გაერთიანებული იყო ხუთი პარტია, მეორეში ორი.
პარლამენტში 120 ადგილისთვის პროპორციული სისტემით პარტიებიდან და ბლოკებიდან 6 880 კანდიდატი იბრძვის – 1 ადგილზე 57 ადამიანია პრეტენდენტი.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით საკანონმდებლო ორგანოში სამი პარტია შევიდა.