„ქართული ოცნება“ იმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილზეა – ეგზიტპოლები

© photo : Georgian Dream / FB"ქართული ოცნება"
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების არანაკლებ 50% სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია კოალიციას ჩამოაყალიბებს

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ქართულმა ტელეკომპანიებმა შაბათს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ეგზიტპოლების შედეგები გაავრცელეს.

ყველა გამოკითხვაში ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

ოპოზიციური ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ხმები მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის:

Ipsos, ტელეკომპანია „მთავარი“ - 41%

Edison Research, „ფორმულა ტვ“ -46%

ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანიების ეგზიტპოლების შედეგები ასეთია:

Survation, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - 52,26%

Public Opinion Strategies, ტელეკომპანია „იმედი“ - 55%  

მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების არანაკლებ 50% სჭირდება

წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციას თეორიულად შეუძლია შექმნას კოალიცია და მთავრობის ფორმირების უფლება მიიღოს, „ქართული ოცნება“ კი უმცირესობაში აღმოჩნდება.

ყველა ახალი ამბავი
0