ჯანდაცვის სექტორი კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების მინიმიზაციას ცდილობს

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია. ხანფაზმულები ქუჩაში
ეპიდემია. ხანფაზმულები ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ცხრა თბილისში, რვა აჭარაში, ორი იმერეთში, ორი შიდა ქართლში, ორი კი მცხეთა-მთიანეთში გადიოდა მკურნალობის კურსს.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ჯანდაცვის სექტორი აქტიურად მუშაობს, რათა კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ქვეყნის ყველა რეგიონში მინიმუმამდე შემცირდეს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

რუსთავში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა >>

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ცხრა თბილისში, რვა აჭარაში, ორი იმერეთში, ორი შიდა ქართლში, ორი კი მცხეთა-მთიანეთში გადიოდა მკურნალობის კურსს.

„რა თქმა უნდა, გარდაცვალების ყველა შემთხვევა საყურადღებო და სამწუხაროა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: კორონავირუსი არ დასრულდება ნოემბერში, არც დეკემბერში და არც მარტში

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აჭარაში დაფიქსირებული გარდაცვალების რვა შემთხვევიდან  უმრავლესობა მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები იყვნენ.

„გარდაცვლილებთან დაკავშირებით მძიმე ანამნეზი გვაქვს და სწორედ ამაზე არის აწყობილი მთელი პროტოკოლი – მძიმე ქრონიკულად დაავადებული პაციენტები დროულად მოხვდნენ ჰოსპიტალში და სათანადო მეთვალყურეობა გაეწიოთ, ამისთვის მაქსიმალური მობილიზება ხდება. ვინც ჯანმრთელია, მარტივად გადააქვს და მათთან ვირუსის მართვის განსაკუთრებული სირთულე არ დგება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიამ ასევე განუმარტა ჟურნალისტებს, როგორ მიმდინარეობს დღეისათვის ტესტირება კორონავირუსზე. მისი თქმით, ინფიცირებულთა კონტაქტები დაუყოვნებლივ PCR-ტესტირებას მოითხოვენ, რაც არ არის რეკომენდებული, რადგან ვირუსის ფაზა გარკვეულ დროს მოითხოვს. პირველი წესი, რომელიც უნდა შესრულდეს - ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ 12-დღიან თვითიზოლაცია გადასვლაა. თუ ამ პერიოდში სიმპტომები გამოვლინდა და პროგრესირებს, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ტესტირების ჩატარება.

გამყრელიძე: ქუჩაში პირბადის ტარება, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს >>

საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1824-ით გაიზარდა და 32127-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0