18:44 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2498)
101 0 0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში ნიღაბს დღეს მოსახლეობის დაახლოებით 60-64% იყენებს და მისი მოწოდებაა, რომ ეს ავიდეს 95%-მდე.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო საქართველოში პირბადის ტარება, შესაძლოა, ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდეს, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

მან კმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში პირბადეს ღია სივრცეში უკვე ბევრი ადამიანი ატარებს. მისი თქმით, თუ პირბადის ტარება 95%-ს მიაღწევს, იანვრის ბოლოსთვის ევროპაში 278 ათასი სიცოცხლის შენარჩუნება იქნება შესაძლებელი.

„დღეს საქართველოში პირბადეს მოსახლეობის დაახლოებით 60-64% იყენებს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს რიცხვი 95%-ს მიაღწევს, რაც ინფიცირების დინამიკას მნიშვნელოვნად შეამცირებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

პანდემია ომზე უკეთესი არაფრითაა, აღნიშნა გამყრელიძემ და დასძინა, რომ სწორედ ამ მიზეზით სამედიცინო სისტემა მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული.

ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ინფექციის პიკს ნოემბრის მეორე ნახევრიდან ელოდებიან.

„ინფიცირების დღიური მაჩვენებლის ზრდა გაგრძელდება. მთავარია, რომ ეს პროცესი, ისევე, როგორც აქამდე, იყოს მთლიანად მართვადი“, – განაცხადა გამყრელიძემ ბრიფინგზე.

თუ გვაქვს სიმპტომები და არ ვიცით ოჯახის ექიმის ვინაობა - გამყრელიძის რეკომენდაცია>>>

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსი, იშემიური დაავადებებისა და ინსულტის შემდეგ, მსოფლიოში მოსახლეობის სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მესამე გახდა.

დღეისთვის 18 782 აქტიური შემთხვევიდან პაციენტების 25% სტაციონარებში იმყოფება. სასურველია, რომ მოცემულმა მაჩვენებელმა 15–20%-ს არ გადააჭარბოს, დასძინა გამყრელიძემ.

ამ დროისათვის საქართველოში სულ კორონავირუსის 30303 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმშია 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2249 ადამიანი იმყოფება.

ქვეყანაშ ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2498)

მთავარი თემები