რუსეთში ახალი ანტიკორონავირუსული პრეპარატის წარმოება დაიწყო

© photo : press-service of Russian Federal Service for Surveillance on Consumer Rights Protection and Human Wellbeing (Rospotrebnadzor) / გადასვლა მედიაბანკშივაქცინა ეპივაკკორონა
ვაქცინა ეპივაკკორონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეპარატის მასობრივი მიწოდება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისისთვის იგეგმება, სამოქალაქო ბრუნვაში კი, სავარაუდოდ, 1 იანვრიდან გავა.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთში კორონავირუსის ვაქცინა „ეპივაკკორონას“ წარმოება დაიწყო, იუწყება საინფორმაციო საგენტო РИА Новости „როსპოტრებნადზორზე“ დაყრდნობით.

COVID-19-ის წინააღმდეგ რუსეთში შექმნილი მეორე პრეპარატის რეგისტრაციის შესახებ ცნობილი ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა.

ვაქცინა ეპივაკკორონა - Sputnik საქართველო
„ეპივაკკორონა“: რუსეთში კორონავირუსის მეორე ვაქცინა დარეგისტრირდა

გავრცელებული ინფორმაციით, პრეპარატ „ეპივაკკორონის“ პოსტრეგისტრაციული კვლევები უახლოეს ხანებში დაიწყება და მასში 40 ათასი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის 60 წელს გადაცილებული ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. ვაქცინა კუნთებში ორჯერ გაკეთდება 14–21 დღიანი ინტერვალით და თითოეული ინექციის რაოდენობა 0,5 მილილიტრი იქნება.

მასობრივი მიწოდება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისისთვის იგეგმება. სამოქალაქო ბრუნვაში პრეპარატი, სავარაუდოდ, 1 იანვრიდან გავა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა გახდა პრეპარატი სახელწოდებით „სპუტნიკ-V“, რომელიც გამალეს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა. ის აგვისტოს დასაწყისში დარეგისტრირდა.

ამასთან ამ დროისათვის ჩუმაკოვის იმუნობიოლოგიური პრეპარატების შექმნისა და კვლევების ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა ცოცხალი ვაქცინის შემუშავებაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0