„ეპივაკკორონა“: რუსეთში კორონავირუსის მეორე ვაქცინა დარეგისტრირდა

© photo: press-service of Russian Federal Service for Surveillance on Consumer Rights Protection and Human Wellbeing (Rospotrebnadzor) / გადასვლა მედიაბანკშივაქცინა ეპივაკკორონა
ვაქცინა ეპივაკკორონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიცე-პრემიერ ტატიანა გოლიკოვას თქმით, პრეპარატმა უსაფრთხოება დაადასტურა და მალე მისი პოსტრეგისტრაციული კლინიკური კვლევა დაიწყება.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ნოვოსიბირსკის სამეცნიერო ცენტრმა „ვექტორმა“ COVID-19-ის საწინააღმდეგო მეორე რუსული ვაქცინა დაარეგისტრირა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

ვაქცინა - Sputnik საქართველო
დუმაში სურთ, რომ მსოფლიოში პირველი კორონავირუსული ვაქცინის შემქმნელები ნობელზე წარადგინონ

ამგვარად პრეპარატი „ეპივაკკორონა“ ახალი ტიპის კორონავირუსის მეორე დარეგისტრირებული ვაქცინა გახდა რუსეთში. პირველმა ვაქცინამ, სახელწოდებით „სპუტნიკ V", რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა, რეგისტრაცია აგვისტოს შუა რიცხვებში გაიარა.

ვიცე-პრემიერ ტატიანა გოლიკოვას თქმით, პრეპარატმა უსაფრთხოება დაადასტურა და მალე მისი პოსტრეგისტრაციული კლინიკური კვლევა დაიწყება.

„ვაქცინა ხასიათდება უსაფრთხოების საკმაოდ მაღალი დონითა და რეაქტოგენურობის არარსებობით. ვაქცინის პირველი პარტიები, 60 ათასი დოზის მოცულობით, უახლოეს მომავალში დამზადდება და „ვექტორი“ პოსტრეგისტრაციული კვლევების ჩატარებას დაიწყებს რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში 40 ათას მოხალისეზე“, — განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

გარდა ამისა, „ვექტორი“ აპირებს კლინიკური კვლევა 60 წელზე უფროსი ასაკის 150 მოხალისეზეც ჩაატაროს.

ამ დროისათვის რუსეთში კიდევ ერთი ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ ჩუმაკოვის იმუნოლოგიური პრეპარატების კვლევის ცენტრში, რომელიც ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაშია.

 

ყველა ახალი ამბავი
0