„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - ყველაფერი პარტიის შესახებ

© Sputnik / Alex Shlamov„პატრიოტთა ალიანსის“ მიტინგი
„პატრიოტთა ალიანსის“ მიტინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ პარტიაზე, რომელსაც საქართველოში პრორუსულს ეძახიან - ინფორმაცია პარტიის შესახებ Sputnik-საქართველოსგან
  • საპარლამენტო ოპოზიციური პარტია
  • დაარსდა 2012 წლის დეკემბერში მედიაკავშირ „ობიექტივის“ და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენლების, ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის მიერ.
  • ორი წლის შემდეგ, 2014 წელს, გადალახა 4%-იანი ბარიერი და მიიღო სახელმწიფო დაფინანსება, ხოლო 2016 წელს უკვე პარლამენტში მოხვდა ბლოკის შემადგენლობაში ხუთ პარტიასთან ერთად: „თავისუფალი საქართველო“, „თავისუფლება“, „ტრადიციონალისტები“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ და „სამართალდამცავი ორგანოებისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა“.
  •  „პატრიოტთა ალიანსის“ ბლოკი არჩევნების შემდეგ დაიშალა და 2017 წელს პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღო, შედეგად კი ხმების 6,56% მიიღო.
    წელი არჩევნების ტიპი მიღებული ხმების წილი კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა
    2014         ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები 4,72% 66 805
    2016         საპარლამენტო არჩევნები 5,01% 88 097
    2017         ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები 6,56% 98 530
  • არსებობის რვა წლის განმავლობაში პარტიას პრაქტიკულად არ განუცდია სერიოზული ცვლილებები, ემზარ კვიციანის წასვლის გარდა, რომელმაც გადაწყვიტა თავისი ქმედებებით არ დაეზარალებინა პარტია, და ნატო ჩხეიძის წასვლის გარდა, რომელიც შეუერთდა პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“.
  • პარტიის ლიდერები არიან: ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, ადა მარშანია, ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი.
  • პარტია აქტიურად დაუპირისპირდა აჭარაში თურქეთის მოქალაქეთა ჩასახლებას და მხარი დაუჭირა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას. მისი წარმომადგენლები რამდენჯერმე იყვნენ მოსკოვში და შეხვდნენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს.
  • მთავარი სკანდალი, დაკავშირებული პარტიასთან, გახდა მისი სავარაუდო დაფინანსება მოსკოვიდან. პროდასავლური ძალების ნაწილმა 2020 წლის არჩევნებიდან „პატრიოტთა ალიანსის“ მოხსნის ინიციატივაც კი წამოაყენა, რადგან საქართველოში აკრძალულია პარტიის დაფინანსება უცხო სახელმწიფოს მიერ. თავად პარტიაში ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.
  • „პატრიოტთა ალიანსი“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტში ამ პარტიის აკრძალვა და მისი მმართველობის პერიოდის „დანაშაულებრივ რეჟიმად“ გამოცხადებაც კი სცადა.
  • პარტიამ მოახერხა ორი იდეის ხორცშესხმა - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვა და ერთსქესიანი ქორწინებების აკრძალვა.
  • ქვეყნის რადიკალური განახლება: რას გვთავაზობს „პატრიოტთა ალიანსი“ >>
  • არჩევნებში პარტია მონაწილეობს 8 ნომრით, ლოზუნგით - „იბრძოლე შენი ქვეყნისთვის“. თავის პროგრამაში პარტია მხარს უჭერს ნატოში ინტეგრაციაზე უარს, სამხედრო ნეიტრალიტეტს, მოსკოვთან ურთიერთობის მოგვარებას და პირდაპირ დიალოგს სოხუმთან და ცხინვალთან.
  • პარტიის მტკიცებით, მას აქვს 900 ათასი ადამიანის გამოკითხვის შედეგები, რომელთა თანახმად, ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს იგებს.
  • „პატრიოტთა ალიანსის“ რეიტინგი, სხვადასხვა გამოკითხვის შედეგად:
    გამოკითხვა რეიტინგი
    IRI 4%
    Gorbi 7,1%
    Ipsos 1,7%
    Edison Research   3%
    Survation 3,8%





     

      

     

     

ყველა ახალი ამბავი
0